უძრავ-მოძრავი ქონების შემფასებელი

უძრავ-მოძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებლების ჯგუფში შემფასებელს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:

  • შემფასებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შეფასებასთან დაკავშირებული სტანდარტების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

შენი მოვალეობა იქნება:

  • შემოსულ განაცხადებზე დროული რეაგირება და დასკვნის მიწოდება
  • უძრავ-მოძრავი ქონების შეფასება
  • შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება
  • უძრავი ქონების ბაზრის პერიოდული ანალიზი

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | vacancy@terabank.ge და სათაურის ველში  მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | უძრავ-მოძრავი ქონების შემფასებელი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  23 ოქტომბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი 2024

ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი