საცალო საბანკო საქმიანობის მენეჯერი
საცალო საბანკო საქმიანობის განყოფილების გუნდში საცალო საბანკო საქმიანობის მენეჯერს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- გაქვს გაყიდვების, პროექტების მართვის, დიჯიტალ მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- გაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის და ანალიზის უნარი;
- Excel-ის პროგრამა იცი მაღალ დონეზე;
- გაინტერესებს გაყიდვების სფერო;
- გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი;
- გაქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე;
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3;
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად);
- ანაზღაურება: ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე.
შენი მოვალეობა იქნება:
- საცალო გაყიდვების კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
- გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი OPTIO -ს საშუალებით;
- გაყიდვების გუნდისთვის ბაზების მომზადება/მიწოდება და გაყიდვების შედეგების ანალიზი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | საცალო საბანკო საქმიანობის მენეჯერი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას.