საცალო დაკრედიტების რისკების მართვის მენეჯერი
ტერაბანკის საკრედიტო რისკების ანალიზის განყოფილებაში საცალო დაკრედიტების რისკების მართვის მენეჯერს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:
- საცალო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია ჯგუფის უფროსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- საცალო დაკრედიტებასთან დაკავშირებული პროცედურების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2);
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მართვის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე;
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი # 3;
- ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + მოქმედებს კვარტალური ბონუსი.
შენი მოვალეობა იქნება:
- ფილიალიდან შემოსული განაცხადების განხილვის პროცესის კონტროლი;
- დელეგირების ფარგლებში შემოსული განაცხადების განხილვა/დამტკიცება;
- კომპეტენციის ფარგლებში საცალო დაკრედიტებასთან დაკავშირებულ პროცედურებში, პროდუქტის აღწერილობებსა და პროცესებში ჩართულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | საცალო დაკრედიტების რისკების მართვის მენეჯერი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას.