კონტროლინგის სპეციალისტი | თბილისი

ტერაბანკის კონტოლინგის განყოფილებაში სპეციალისტს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით (სასურველია ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით)
  • ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ფინანსური უწყისების მომზადების ცოდნა
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ანალიტიკური აზროვნების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

შენი მოვალეობა იქნება:

  • საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი და რისკების გამოვლენა
  • მონიტორინგისას მიღებული მონაცემების დამუშავება
  • საკრედიტო საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების მომზადება

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | კონტროლინგის სპეციალისტი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  10 ოქტომბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი 2024

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი