ფილიალის დირექტორი | თბილისი
ტერაბანკში ცენტრალური ფილიალის დირექტორს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
- შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული
- კრიტიკულ სიტუაციებში მარტივად იღებ გადაწყვეტილებას
- გაქვს მართვის უნარი
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკური, საბანკო ან საფინანსო მიმართულებით (სასურველია MBA ხარისხი)
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. N3
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათს - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
- ანაზღაურება: ხელფასი + ფილიალის გაყიდვების გეგმაზე მიბმული კვარტალური ბონუსი
შენი მოვალეობა იქნება:
- ფილიალის საქმიანობის წარმართვა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
- ახალი კლიენტების მოზიდვა
- ფილიალის საკრედიტო (როგორც საცალო, ასევე ბიზნეს სესხების) საქმიანობის კონტროლი
- ფილიალში მომსახურების ხარისხის კონტროლი
- ფილიალის თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობის მიღება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | ფილიალის დირექტორი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!