საკრედიტო ადმინისტრატორი | თბილისი
ტერაბანკში საკრედიტო ადმინისტრატორს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
• ხარ დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული
• გაქვს პრობლემების გადაჭრის და გუნდური მართვის უნარი
• გაქვს დროის მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
• ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
• ჯანმრთელობის დაზღვევას
• ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
შენი მოვალეობა იქნება:
• განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა/ რეკომენდაციების გაცემა
• საკრედიტო პროდუქტების პროგრამაში რეგისტრაცია და გაცემა
• საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადება
• საკრედიტო პროდუქტის გაცემის შემდგომ შესასრულებელი ქმედების კონტროლი
• საჯარო რეესტრში, შსს მომსახურების სააგენტოში უზრუნველყოფის რეგისტრაცია, სამართლებრივი დატვირთვისაგან განთავისუფლება და შესაბამისი წერილის მომზადება
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
• უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან იურიდიული მიმართულებით
• საბანკო სფეროში ამავე პოზიციაზე ან საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
• საბანკო პროგრამებში (B6 და LMS) მუშაობის გამოცდილება
სამუშაო პირობები:
• ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3
• სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად, შაბათი-ნახევარი სამუშაო დღე მორიგეობით)
• ანაზღაურება: ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | საკრედიტო ადმინისტრატორი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2 სექტემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!