გაყიდვების ოფიცერი | თბილისი
ტერაბანკის ავტო სესხების განყოფილებაში გაყიდვების ოფიცერს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- გაქვს გაყიდვებისა და მოლაპარაკების უნარი
- ხარ გამბედავი და კომუნიკაბელური
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
შენი მოვალეობა იქნება:
- სხვადასხვა არხებიდან პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათზე მორგებული ავტო სესხის შეთავაზება
- ახალი ბაზების მოძიება და მიმდინარე ბაზების მართვა
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, სანდრო ეულის ქ. N7
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე (შესვენების გარეშე).
- ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | გაყიდვების ოფიცერი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 აგვისტო
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!