სერვის კოორდინატორი | ქუთაისი

ტერაბანკის ქუთაისის ფილიალში  სერვის კოორდინატორს ვეძებთ.

ტერაბანკი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი  სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც)
  • უცხო ენის ცოდნა - ინგლისური და რუსული სასაუბრო დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. №37
  • სამუშაო განრიგი სრული განაკვეთის შემთხვევაში:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 18:00 სთ. შაბათს - 10:00 -14:00 სთ.

ანაზღაურება: დარიცხული 625 ლარი და წლიური ბონუსი შეფასების საფუძველზე

  • სამუშაო განრიგი ნახევარი განაკვეთის შემთხვევაში:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 14:00 სთ. ან 14:00 – 18:00 სთ.  შაბათს  (თვეში 2 შაბათი) - 10:00-14:00 სთ.

ანაზღაურება: დარიცხული 437,50 ლარი და წლიური ბონუსი შეფასების საფუძველზე

შენი მოვალეობა იქნება:

  • მომხმარებლის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა
  • რიგის კონტროლი და კლიენტის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება
  • მომხმარებლისთვის სწრაფი გადახდის  აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება/დახმარების გაწევა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | სერვის კოორდინატორი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი 2024

ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი