მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი | თბილისი

ტერაბანკის თბილისის ფილიალში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსს ვეძებთ.

ტერაბანკი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი  სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
  • შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული
  • კრიტიკულ სიტუაციებში მარტივად იღებ გადაწყვეტილებას
  • გაქვს მართვის უნარი

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • საბანკო/საფინანსო სფეროში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ფინანსური უწყისების მომზადების  მაღალ დონეზე ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel-ის პროგრამის)

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისის რომელიმე ფილიალი
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
  • ანაზღაურება: ხელფასი + ჯგუფის წევრების გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

შენი მოვალეობა იქნება:

  • ფილიალის ბიზნეს მიმართულების თანამშრომლების მართვა
  • ფილიალის ბიზნეს მიმართულების თანამშრომლების გეგმების შესრულების,  კლიენტების მოზიდვა/შენარჩუნების კონტროლი
  • კლიენტების კმაყოფილებისა და ლოიალობის ზრდაზე ზრუნვა და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  30 ივლისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი 2024

ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი