ბიზნეს მრჩეველი - ფოთი

ტერაბანკის ფოთის ფილიალში  ბიზნეს მრჩეველს ვეძებთ.

ტერაბანკი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი  სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
  • ხარ კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული
  • შეგიძლია გუნდურად მუშაობა

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი
  • საბანკო/საფინანსო სექტორში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა N17
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე (შესვენების გარეშე).
  • ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნიკალური უნარები, გამოხატო იდეები და ინიციატივები

შენი მოვალეობა იქნება:

  • ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშის გახსნა და მომსახურება
  • სადეპოზიტო პორთფელის შექმნა და მართვა
  • ანაბრით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
  • უძრავი და მოძრავი ქონების იპოთეკა/გირავნობით დატვირთვა

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 21 ივლისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21 ივლისი 2024

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი