აქციონერები

სს „ტერაბანკის“ აქციონერთა შემადგენლობა და აქციათა გადანაწილება 2014 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით:

  • შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი - 45%

  • შეიხი ჰამდან ბინ ზაედ ალ ნაჰაიანი - 20%

  • შეიხი მანსურ ბინ ზაედ ბინ სულთან ალ ნაჰაიანი - 15%

  • შეიხი მოჰამად ბუტი ალ ჰამედი - 15%

  • შპს „ინვესტმენტ ტრეიდინგ გრუპ“ – 5%

 

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი

 

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფედერალურ მთავრობას 1990 წელს შეუერთდა, როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრი. 2013 წლიდან დღემდე კი, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი კულტურის, ახალგზარდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრის პოსტზეა.

გარდა ამისა, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი იკავებდა კანცლერის პოსტს არაბეთის გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტსა (1983–2013) და ტექნოლოგიების უმაღლეს კოლეჯში (1988–2013) და პრეზიდენტის თანამდებობას - ზაიედის უნივერსიტეტში (1998–2013). ამ დროისათვის იგი  კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრის პოსტთან ერთად, იკავებს ტურიზმისა და სიძველეთა დაცვის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას. მისი აღმატებულება, ასევე გახლავთ სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მომავლის ცენტრის პრეზიდენტი აბუ-დაბიში.

მისმა აღმატებულა შეიხმა ნაჰაიანმა განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო. დაამთავრა მილფილდის სკოლა და მაგდალენის კოლეჯი ოქსფორდის უნივერსიტეტში.

შეიხი ნაჰაიანი აქტიურად ხელმძღვანელობს და მხარს უჭერს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, კლუბებსა და ასოციაციებს. მისი პატრონაჟით ტარდება 100-ზე მეტი ყოველწლიური კონფერენცია და სიმპოზიუმი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და მთელ მსოფლიოში.

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი არაერთი ეროვნული ჯილდოსა და მედლის მფლობელია. მათ შორის არის: მისი უდიდებულესობა ომანის სულთან ქაბუს მიერ დაწესებული ომანის სამოქალაქო წესრიგის ჯილდო - Oman Civil Order; პაკისტანის მთავრობის მიერ დაწესებული ჯილდო; ორგანიზაცია TESOL-ის მიერ დაწესებული გლობალური ჯილდო Global Advocacy Recognition Award; ჰამდან ბინ რაშიდის პრემია, როგორც განათლების სფეროში სახელგანთქმულ ადამიანს და არაერთი საუნივერსიტეტო ხარისხის წოდება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. 

განაცხადის ფორმა

Security Code