მენეჯმენტი

თეა ლორთქიფანიძე

გენერალური დირექტორი

თეა ლორთქიფანიძე ტერაბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას 2014 წლის მაისიდან იკავებს. მას ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2008-2013 წლებში თიბისი ბანკის რისკების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. 2007-2008 წლებში რისკების დირექტორის მოადგილე იყო, 2004-2006 წლებში - თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი. სხვადასხვა დროს იყო კრედიტინფო საქართველოს, მიკროსაფინანსო კომპანია ,,კრედოს,’’ თიბისი ლიზინგის და უძრავი ქონების მართვის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საქართველოს სალიზინგო ასოციაციის პრეზიდენტი. 1993-2003 წლებში თეა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა თიბისი ბანკში.

 

თეა 1988-1993 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო- ეკონომიკური ფაკულტეტი. 1999-2000 წლებში სწავლა ESM-ის მაგისტრატურაზე განაგრძო, ხოლო 2008-2013 წლებში წარმატებით დაასრულა ამერიკის ბიზნეს ასოციაციის საბანკო სკოლა.

ზურაბ აზარაშვილი

კომერციული დირექტორი

ზურაბ აზარაშვილი ტერაბანკის კომერციული დირექტორის თანამდებობაზე 2014 წლის აგვისტოდან დაინიშნა. ის ბანკის საცალო, კორპორატიულ, პროდუქტებისა და მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობს. 2013-2014 წლებში ტერაბანკში მას ოპერაციების დირექტორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2008-2012 წლებში ამავე ბანკის საბარათე ოპერაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას  აქვს საბანკო სფეროში 15- წლიანი წარმატებული მუშაობის გამოცდილება. 2000-2008 წლებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა  სს „ბანკ ქართუსა“ და სს „თიბისი ბანკში“.

 

1995-1999 წლებში მიიღო ESM-ის ბაკალავრის ხარისხი ზოგადი მენეჯმენტის სპეციალობით, ხოლო 2007-2009 წლებში გახდა ამავე ინსტიტუტის მაგისტრი ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით.

სოფიო ჯუღელი

ფინანსური დირექტორი

სოფიო ჯუღელი ტერაბანკის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე 2016 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. იგი გუნდს 2015 წლის 27 აპრილს შემოუერთდა, როგორც ბანკის ფინანსური დირექტორის მოადგილე. მას საქართველოს კომერციულ ბანკებში წამყვან ფინანსურ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სოფიო 2001 წლიდან იკავებდა თიბისი ბანკის მთავარი ბუღალტრის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კონტროლის განყოფილების უფროსის, ფინანსური დეპარტამენტის უფროსისა და ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციებს. იგი ტერაბანკში ხელმძღვანელობს ხაზინის, ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის, ფინანსური რისკებისა და რეპორტინგის და ბიუჯეტირების, ანალიზისა და IFRS განყოფილებებს. აგრეთვე იგი კურირებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობას.

სოფიო ჯუღელს გააჩნია ESM-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. იგი ამასთანავე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრი.

თემურ აბულაძე

რისკების დირექტორი

თემურ აბულაძე ტერაბანკის რისკების დირექტორის პოზიციას იკავებს 2015 წლის იანვრიდან. იგი გუნდს 2014 წლის ნოემბერს შემოუერთდა, როგორც რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მას აქვს საბანკო და საფინანსო სფეროში მოღვაწეობის 15 -წლიანი გამოცდილება. 2009-2014 წლებში ხელმძღვანელობდა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რისკების მართვის მიმართულებას, ხოლო 1999-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკში საკრედიტო რისკების მართვის სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის- საკრედიტო რისკების ანალიტიკოსად(1999-2000წწ), საკრედიტო რისკების ანალიზის განყოფილების უფროსად (2000-2001წწ) და საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ (2001-2006წწ). 2006-2009 წლებში თემური მუშაობდა გეოპრომაინინგის ჯგუფში, რომელიც ფლობდა საწარმოებს სამთო-მომპოვებით სფეროში საქართველოსა (სს მადნეული და შპს კვარციტი) და სომხეთში, 2007-2009 წლებში იგი სს „აგარაკის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის“ ფინანსური დირექტორი იყო.

 

თემური  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრია.

ვახო ხუციშვილი

ოპერაციული დირექტორი

ვახო ხუციშვილი ტერაბანკის ოპერაციული დირექტორის პოზიციაზე 2014 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა. 2013 წელს მუშაობდა რესპუბლიკა ბანკში ცენტრალური ბექ ოფისის სამსახურის უფროსად, ხოლო 2009-2013 წლებში ლიბერთი ბანკში ხელმძღვანელობდა დაგეგმარებისა და კონტროლის დეპარტამენტს. 2009 წელს ლიბერთი ბანკის საბანკო არხების განვითარების დეპარტამენტს უძღვებოდა. 2005-2008 წლებში მუშაობდა ლიბერთი ბანკის  სხვადასხვა დეპარტამენტში წამყვან პოზიციებზე. 2003-2005 წლებში გახლდათ კომპანია ,,კარდიოექსპრესის’’  ფინანსური მენეჯერი.

 

ვახო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის მაგისტრია. 1998-2002 წლებში აგრეთვე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს ორგანიზაციული მენეჯმენტისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი.
 

განაცხადის ფორმა

Security Code