სამეთვალყურეო საბჭო

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი 1992 წლიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფედერალური მთავრობის წევრია და ამჟამად ტოლერანტობის მინისტრის პოსტს იკავებს.

 

თავდაპირველად იგი გახლდათ უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრი, 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების სამინისტროს, ხოლო 2016-2017 წლებში იკავებდა კულტურისა და ცოდნის განვითარების მინისტრის თანამდებობას.

იხილე მეტი

შეიხი საიფ მოჰამედ ბინ ბუტი ალ ჰამედი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

შეიხი საიფ მოჰამედ ბინ ბუტი ალ ჰამედი ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებს.


შეიხ საიფ მოჰამედ ბინ ბუტი ალ ჰამედის მრავალწლიანი მართვის გამოცდილება სხვადასხვა სფეროს აერთიანებს. მათ შორისაა, ვარიდ ტელეკომ ინტერნეიშენალი, Al Hamid Group of Companies, Al Wathba Insurance და Bank of Sharjah.
 

იხილე მეტი

სემი ედვარდი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

„დაბი ჯგუფი ქონთრაქთინგის“ გენერალური მენეჯერი და „დაბი ჯგუფი საქართველოს“

მმართველი დირექტორი სემი ედვარდი 2010 წლიდან ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. 
სემი ედვარდს საინჟინრო-სამშენებლო სფეროში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს.

იხილე მეტი

სეით დევდარიანი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

სეით დევდარიანს, რომელიც 2018 წლიდან ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია,

აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ აზიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების საბანკო და საფინანსო

ინსტიტუტების მართვის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

იხილე მეტი

გერლოფ დე კორტე

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

გერლოფ დე კორტე 2018 წლის ოქტომბრიდან ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

 

მას საერთაშორისო საბანკო და საფინანსო სფეროებში მენეჯერულ და საკონსულტაციო პოზიციებზე

მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

იხილე მეტი

განაცხადის ფორმა

Security Code