ღია ბანკინგით შეგიძლია, დაამატო და ნახო ყველა საბანკო ანგარიში და მათზე არსებული ნაშთები ერთ სივრცეში, აკონტროლო თითოეული ტრანზაქცია მარტივად და კომფორტულად.
ღია ბანკინგი ტერაბანკისგან
ღია ბანკინგი თანამედროვე საბანკო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდია. ინოვაციური და კომფორტული სერვისის დახმარებით, შეგიძლია:
ნებისმიერი სხვა ბანკის ინფორმაციის გაზიარება მხოლოდ შენივე თანხმობით ხდება. სერვისით სარგებლოსითვის, საჭიროა, იყოთ სხვა ბანკის ინტერნეტბანკის მომხმარებელი.
როგორ ისარგებლო ღია ბანკინგით ინტერნეტ და მობაილბანკში:
- შედი ინტერნეტ ან მობაილბანკში,
- მთავარ გვერდზე აირჩიე სხვა ანგარიშები,
- ან გადადი შეთავაზებების გვერდზე,
- ან ეწვიე ჩემი პროდუქტების გვერდს,
- დააჭირე დამატებას,
- აირჩიე ბანკი, რომლის ანგარიშის დამატებაც გინდა,
- გაეცანი პირობებს და თუ ეთანხმები, დაადასტურე.
- შეიყვანე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელსაც არჩეულ ბანკში იყენებ და დაელოდე ერთჯერად კოდს,
- შეიყვანე ერთჯერადი კოდი და დაადასტურე,
- მონიშნე ველები, რომელთა ნახვაც ანგარიშის შესახებ გსურს,
- გაეცანი პირობებს და თუ ეთანხმები, დაადასტურე.
შენ უკვე სარგებლობ ღია ბანკინგით.
ანგარიშების ცვლილებას ან წაშლას ნებისმიერ დროს შეძლებ.