ვის შეუძლია აიღოს ტერაბანკის განვადება?
|
ნებისმიერ საქართველოს რეზიდენტ პირს, ვინც არის 20-იდან 65 წლამდე და აქვს ყოველთვიური დადასტურებული შემოსავალი.
|
რომელ მაღაზიაში შევძლებ ონლაინ განვადებით სარგებლობას?
|
ტერაბანკის პარტნიორი მაღაზიების ჩამონათვალი იხილეთ
|
ამონაწერში რა უნდა ფიქსირდებოდეს?
|
ჩარიცხვები შემდეგი დანიშნულებით: ხელფასი, ბონუსი, პრემია, დანამატი, სარგო, გზავნილები.
|
რა დრო სჭირდება განვადების დამტკიცებას?
|
სამუშაო დღეებში განხილვა ხდება განაცხადის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში
|
თუ არ მომეწონა პირობები, შემიძლია გაუქმება დამტკიცებამდე?
|
ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე T: 255 00 00 ან მოგვწეროთ ონლაინ ჩათში.
|
როგორ შემიძლია სასურველი ნივთის განვადებით შეძენა?
|
ტერაბანკის განვადებით ნივთის შეძენა შესაძლებელია როგორც პარტნიორ მაღაზიაში ინვოისის საფუძველზე, ასევე ონლაინ.
|
რა დოკუმენტებია საჭირო განვადების განაცხადის შევსებისათვის?
|
მხოლოდ პასპორტი ან პირადობის მოწმობა. საჭიროების შემთხვევაში შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
|
განაცხადის შევსებისას მთავაზობს თანამონაწილეობას, რას ნიშნავს და როგორ მოვიქცე?
|
შეგიძლია მთლიანი საფასურის ნაწილი გადაიხადო ნივთის მიღებამდე. თანამონაწილეობის თანხის დასაფარად, დაუკავშირდი კომპანიას.
|
თუ არ მაქვს ტერაბანკში ანგარიში, როგორ შევძლებ განვადების გააქტიურებას?
|
თუ არ გაქვს ტერაბანკის ანგარიში, დისტანციურად, ბანკში მოსვლის გარეშე გაგეხსნება უფასო ანგარიში და უფასო ინტერნეტ ბანკი.
|
დამტკიცების შემთხვევაში როგორ გავიაქტიურო ონლაინ განვადება?
|
განვადების დამტკიცების შემდეგ, ხელშეკრულებას და გრაფიკს დაადასტურებთ ინტერნეტ ბანკის საშუალებით. ინტერნეტ ბანკის მონაცემები გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე.
|
დამტკიცების შემთხვევაში რამდენ ხანში შემიძლია გავიაქტიურო განვადება?
|
დამტკიცების შემთხვევაში დადებითი პასუხი ძალაშია 24 საათის განმავლობაში.
|
როგორ მოვიქცე ონლაინ განვადების გააქტიურების შემდეგ?
|
დაელოდე მაღაზიიდან ზარს ან შეგიძლია თავად დაუკავშირდე კომპანიას და გაიგო ნივთს როდის მოგაწოდებენ.
|