ვაკანსიები

მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირი - გორი

ტერაბანკი გორში აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე.

 

ჩვენს შესახებ:
ტერაბანკი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი  სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.terabank.ge

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

 

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: სტალინის ქ.N29
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
  • ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი
  • სამუშაოს აღწერა: ბიზნეს კლიენტის მოზიდვა/შენარჩუნება და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. 

 

პოზიციის მოვალეობები:

  • SME კლიენტების მოზიდვა, საკრედიტო/საოპერაციო პროდუქტების შეთავაზება
  • ანალიტიკოსთან ერთად სესხის კომიტეტზე წარდგენა 
  • პირადი პორტფელის ზრდაზე და ხარისხზე ზრუნვა
  • ყოველთვიური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა

 

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია: 

  • უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით
  • საბანკო/საფინანსო სფეროში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ფინანსური უწყისების წაკითხვის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამის)

 

პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები: 

  • კომუნიკაციის უნარი
  • რისკების მართვა
  • შედეგებზე ორიენტირება

 

გახდი ტერაბანკელი და ერთად ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით!


დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის  ბანკირი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 3 მაისის ჩათვლით.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.


კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 


ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!
 

განაცხადის ფორმა

Security Code