მომხმარებელთა უფლებები

 

სს "ტერაბანკის" მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სს "ტერაბანკს" პრეტენზიით.
 
პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია შემდეგი არხებით:

  • სს "ტერაბანკის" სატელეფონო სერვის ცენტრში დაკავშირების გზით: +995 32 2 255 00 00;
  • სს "ტერაბანკის" ფილიალებსა და სერვისცენტრებში პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის შევსებით;
  • ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: info@terabank.ge.

დაფიქსირებულ განაცხადს განიხილავს სს "ტერაბანკის" მომხმარებელთა მხარდაჭრის განყოფილება.

პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება განმცხადებლის მომართვისა და მისი  იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა.

პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში ან/და დისტანციური არხების საშუალებით.


საქართველოს ეროვნული ბანკის დავების განმხილველი კომისია


საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით ბანკისათვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხგაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ უფლებამოსილი ხართ, განსახილველ საჩივართან დაკავშირებით, ბანკისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში მიმართოთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, რომელიც დავას განიხილავს უსასყიდლოდ.

ამ და სხვა თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე: www.nbg.gov.ge/cp/ ან/და ცხელ ხაზზე: +995 32 2 406 406

განაცხადის ფორმა

Security Code