ვიზა ბარათების მფლობელებისთვის წამახალისებელი აქცია დაიწყო

თუ ტერაბანკის ვიზა ბარათის მფლობელი ხართ, თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს: პირველი აგვისტოდან თქვენ მიერ განხორციელებული გადახდები ბონუსით დასაჩუქრდება. 

წამახალისებელი აქციის პირობების თანახმად, ყოველ მე-10, მინიმუმ 10-ლარიან გადახდაზე 5-ლარიან ქეშბექს მიიღებთ. 

აქციის არეალი საქართველოს ტერიტორიაა და იგი მხოლოდ პოს ტერმინალებითა და ონლაინსაიტებზე განხორციელებულ გადახდებზე ვრცელდება. აქციაში ავტომატურად ერთვება ყველა, ვისაც ტერაბანკის ვიზა ბარათი აქვს. თუ ვიზას რამდენიმე ბარათის მფლობელი ხართ, აქციაში ჯამური ტრანზაქციებით მონაწილეობთ. 

დაგროვილი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ. სმს-ითვე გაცნობებთ, თუ რამდენი გადახდა დაგრჩათ ბონუსის მიღებამდე. 


გაითვალისწინეთ: 

დღიური ლიმიტი — 30 ტრანზაქცია

ერთსა და იმავე პოს ტერმინალზე ან ონლაინმაღაზიაში შესრულებული გადახდების დღიური ლიმიტი — 3 ტრანზაქცია

ტრანზაქციებს შორის მინიმალური პერიოდი — 15 წუთი

ბონუსს მე-10 ტრანზაქციის შესრულებიდან 48 საათის განმავლობაში მიიღებთ. თუ საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტი გააქტიურებული გაქვთ, ქეშბექი მიმდინარე ანგარიშზე ჩაირიცხება, თუ აღნიშნული ანგარიში არ გაქვთ, მაშინ  - საბარათე ანგარიშზე. 

წამახალისებელი აქცია 31 აგვისტოს დასრულდება. 

განაცხადის ფორმა

Security Code