ვაკანსიები

მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის ბანკირი

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 
ტერაბანკში ყოველი დღე დინამიკური და სიახლეებით სავსეა. გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირება, მუდმივი განვითარება და ჩარჩოებს მიღმა ყოფნა ჩვენი კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებებია. 
შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.


სს ,,ტერაბანკი" თბილისში აცხადებს  ვაკანსიას მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის  ბანკირის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისის რომელიმე ფილიალი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ.:10:00 სთ -18:00 სთ; შაბათს:10:00 სთ - 14:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მცირე და საშუალო სეგმენტის კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა და მათი მოზიდვა
  • საბანკო პროდუქტების (საკრედიტო/სადებეტო) გაყიდვა
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი, მათი საჭიროებების დადგენა და შესაბამისი საბანკო პროდუქტების შეთავაზება 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკური განხრით
  • ბანკში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია ფინანსური უწყისების მომზადების ცოდნა
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამაში)
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 25 იანვრის 18:00 საათამდე მისამართზე:  tera.jobs@terabank.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.


კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის ფორმა

Security Code