ვაკანსიები

მინიმიკროს ექსპერტი

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 
ტერაბანკში ყოველი დღე დინამიკური და სიახლეებით სავსეა. გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირება, მუდმივი განვითარება და ჩარჩოებს მიღმა ყოფნა ჩვენი კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებებია. 
შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.


სს  ,,ტერაბანკი"  ზუგდიდში, ფოთში, გორში, მარნეულსა და დედოფლისწყაროში აცხადებს მიღებას მინიმიკროს ექსპერტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ.:10:00 სთ -18:00 სთ; შაბათს:10:00 სთ - 14:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიკრო და აგრო ბიზნეს სეგმენტის კომპანიებთან/კლიენტებთან მოლაპარაკებების  წარმართვა და მათი მოზიდვა
  • საკრედიტო პროდუქტების (საკრედიტო/სადებეტო) გაყიდვა,
  • ბიზნეს სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება, გაცემა
  • პორტფელის ზრდაზე და ხარისხზე მუდმივი ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო საქმისა და ფინანსების განხრით;
  • აუცილებელია ბიზნეს/აგრო სესხებზე მუშაობის  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ფინანსური უწყისების მომზადების  ცოდნა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამაში)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 25 იანვრის 18:00 საათამდე მისამართზე:  tera.jobs@terabank.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებას!
 

განაცხადის ფორმა

Security Code