ვაკანსიები

საკრედიტო ადმინისტრატორი

სს „ტერაბანკი“ საკრედიტო ადმინისტრირების განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

  • საკრედიტო პროდუქტების პროგრამაში რეგისტრაცია/შემოწმება/გაცემა/ავტორიზაცია 
  • ხელშეკრულებების მომზადება
  • ბანკში დადგენილი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესაბამისად ბანკის სტრუქტურული ერთეულებისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის/რეპორტების მიწოდება, მხარდაჭერა 
  • საჯარო რეესტრში, გირავნობა-ლიზინგის უფლებათა რეესტრში, შსს მომსახურების სააგენტოში უზრუნველყოფის რეგისტრაცია, სამართლებრივი დატვირთვისაგან განთავისუფლება და შესაბამისი წერილების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან იურიდიული განხრით
  • ტრენინგი/სასწავლო კურსი - ბუღალტრული ან/და იურიდიული განხრით
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მომხმარებლის დონეზე
  • საბანკო სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • ალტასა და LMS -ში მუშაობის გამოცდილება
  •  

დამატებითი მოთხოვნები

  • ანალიტიკური უნარი  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი 


შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ

  • საბანკო სფეროს ბექ-ოფისში მუშაობის გამოცდილება საკრედიტო და ადმინისტრირების კუთხით

კონკურსი ჩატარდება ტესტირების და ინტერვიუს სახით.
დაინტერესებულმა პირებმა 15 იანვრის 18 სთ-მდე  უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: vacancy@terabank.ge  

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ  წარმატებას!  


 

განაცხადის ფორმა

Security Code