ვაკანსიები

უნივერსალური ბანკირი

სს  ,,ტერაბანკი" თბილისში  აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ბანკირის (სარეზერვო თანამშრომელი) პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის საკრედიტო და საოპერაციო კუთხით მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა 
 
სამუშაო პირობები:

  •  სასიამოვნო სამუშო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
  • სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
  • თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია
  • სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:

           -დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად, ანაზღაურება დარიცხული 500 ლარი 
           -ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად

  • კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი

 
ძირითადი მოვალეობები:

  • საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
  • საკუთარი საკრედიტო  პორთფელის კონტროლი და დაფარვების   მონიტორინგი
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიმდინარე, უნივერსალური საბარათე და სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა და ბარათის შეკვეთის უზრუნველყოფა

     
 აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან  ფინანსებში)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე

მსურველებს გთხოვთ,  CV   გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა  15.10.2019 წ,  17:00 სთ.
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!
 

განაცხადის ფორმა

Security Code