ვაკანსიები

კორპორატიული ბანკირი

 

სს „ ტერაბანკი “ კორპორატიული მომსახურების განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

 

  • კორპორატიულ იურიდიულ პირთა ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა
  • ეფექტური მონაწილეობა ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვაში, მათი ბანკში აკუმულირების და დაკრედიტების მიზნით
  • საჭიროების შემთხვევაში საბანკო ოპერაციების წარმოება კორპორატიულ იურიდიულ პირთა საბანკო ანგარიშებზე საქართველოს ეროვნული ბანკის და ბანკის შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად
  • კორპორატიული იურიდიული პირებისთვის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება და შესაბამისი მომსახურების გაწევა საბანკო პროცედურების და ინსტრუქციების დაცვით
  • საკუთარი პორტფელის ხარისხის მართვა და შენარჩუნება
  • საბანკო მომსახურების სტანდარტების დაცვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

 

  • უმაღლესი განათლება - საბანკო საქმის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა მსგავს სფეროში (BBA)
  • ბანკში ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • საშუალო და მსხვილი სეგმენტის კლიენტებთან მუშაობის და ფინანსური პროექტების წერის გამოცდილება
  • ტრენინგი/სასწავლო კურსი - Financial Accounting - Concepts; Methods and Uses; Techniques of Sales
  • კომპიუტერული პროგრამები - MS Office
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა


დამატებითი მოთხოვნები:

 

  • ანალიტიკური აზროვნება  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი 

 

დაინტერესებულმა პირებმა 16 სექტემბრის 18:00 სთ-მდე  უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: career@terabank.ge  

 

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

 

გისურვებთ  წარმატებას!  
 

განაცხადის ფორმა

Security Code