ვაკანსიები

მოლარე-ოპერატორი/მოლარე (სარეზერვო თანამშრომელი)

 

სს  ,,ტერაბანკი" თბილისში  აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის/მოლარის (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე
პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა
 
სამუშაო პირობები:
 

  • სასიამოვნო სამუშო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
  • სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
  • სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:
    • დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად, ანაზღაურება დარიცხული 500 ლარი/ღამის ცვლაში მუშაობის პერიოდში - თითოეულ ნამუშევარ ღამეზე გაიცემა დამატებითი ანაზღაურება.
    • ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად
  • კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი

 
ძირითადი მოვალეობები:
 

  • თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია 
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
  • საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
  • ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა 
  • სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება
     

აუცილებელი ცოდნა და უნარები:
 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან  ფინანსებში)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები, 
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • ორგანიზებულობა


მსურველებს გთხოვთ,  CV   გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა  15.09.2019 წ,  17:00 სთ.


აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, „subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

 

გისურვებთ წარმატებას!
 

განაცხადის ფორმა

Security Code