ვაკანსიები

სარეზერვო ოპერატორი

სს „ტერაბანკი“ სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო ოპერატორის პოზიციაზე (პოზიცია გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში მუშაობას.).


ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • შემომავალი ზარების პასუხი 
  • კლიენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება ბანკის მომსახურებასა და პროდუქტებზე 
  • გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება 
  • სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის სერვისების პროცედურით განსაზღვრული პროდუქტების გააქტიურება და ოპერაციების შესრულება
  • ონლაინ ჩათში დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ანალიტიკური უნარი  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი


შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სატელეფონო-საინფორმაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება

 

დაინტერესებულმა პირებმა 10 სექტემბრის 17:00 სთ-მდე  უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: vacancy@terabank.ge  

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
გისურვებთ  წარმატებას! 

განაცხადის ფორმა

Security Code