ვაკანსიები

საკრედიტო ადმინისტრატორი

სს  „ტერაბანკი“  საკრედიტო ადმინისტრირების  განყოფილება აცხადებს  ვაკანსიას 6 თვის ვადით საკრედიტო ადმინისტრატორის  პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

  • საკრედიტო პროდუქტების პროგრამული რეგისტრაცია/გაცემა/დაფარვა შესაბამისი პროცედურების დაცვით
  • საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება კანონმდებლობასთან და ბანკის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით
  • საკრედიტო დოკუმენტაციის გაფორმებისა და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დაცვა
  • კლიენტებთან/კოლეგებთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები (განათლება, კვალიფიკაცია)

  • უმაღლესი განათლება  (სასურველია იურიდიული განხრით)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

 

დამატებითი მოთხოვნები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სისხარტე
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
  • კომპიუტერული უნარები – MS Windows, MS office applications, MS Outlook, Internet, Power Point,  საბანკო პროგრამა


კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.
დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 02 სექტემბრის 18:00 სთ-მდე  უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: HR@terabank.ge  
 

განაცხადის ფორმა

Security Code