ვაკანსიები

სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების განყოფილება

სს „ტერაბანკი“ სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე


ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • შემომავალი ზარების პასუხი 
  • კლიენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება ბანკის მომსახურებასა და პროდუქტებზე, საჭიროების შემთხვევაში ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებისგან ინფორმაციის მოძიება 
  • ბანკის სხვადასხვა განყოფილებების თხოვნის საფუძველზე გამოკითხვების ჩატარება 
  • სატელეფონო ზარების განხორციელება კლიენტების მიმართულებით ბანკის შესახებ არსებული სხვადასხვა ტიპის სიახლეების შესახებ 
  • სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის სერვისების პროცედურით განსაზღვრული პროდუქტების გააქტიურება და ოპერაციების შესრულება. 
  • ონლაინ ჩათში დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა  


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება 
  • კომპიუტერული პროგრამები - საოფისე პროგრამები
  • უცხო ენის ცოდნა - ინგლისური, რუსული 


დამატებითი მოთხოვნები:

  • ანალიტიკური უნარი  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • კომპიუტერული უნარები – MS Windows, MS office applications, MS Outlook, Internet, Power Point,  საბანკო პროგრამა
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი


შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ

  • ბანკის სატელეფონო-საინფორმაციო განყოფილების  სფეროში გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენა სასაუბრო დონეზე

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 20 მაისის 17:00 სთ-მდე  უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: vacancy@terabank.ge  

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
გისურვებთ  წარმატებას! 

განაცხადის ფორმა

Security Code