ვაკანსიები

მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი

სს „ტერაბანკი“ ცენტრალურ ფილიალში აცხადებს ვაკანსიას  მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • კომპეტენციის ფარგლებში ბანკის მიერ განსაზღვრული პროცედურების/ინსტრუქციების/წესების და სტანდარტების მოთხოვნების დაცვა
  • ყოველთვიური პირადი და ფილიალის სამოქმედო გეგმის შესრულება
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, მათთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება და მათი ინფორმირება ფილიალის საქმიანობის შედეგებზე, სიახლეებზე, ახალ პროდუქტებზე/პროცედურებზე, დასახულ ამოცანებსა და გეგმებზე
  • კლიენტების მოზიდვა, პროდუქტების გაყიდვა
  • ფილიალში ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის შექმნა/შენარჩუნება;
  • ბიზნეს კლიენტების სასესხო განაცხადის მიღება, შესაბამის კომიტეტზე წარდგენა მცირე და საშუალო ბიზნესის ანალიტიკოსთან ერთად და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა
  • ფილიალის ბიზნეს საკრედიტო  პორტფელის მართვა და დაფარვების   მონიტორინგი შესაბამის თანამშრომლებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება - (ბაკალავრის წოდება)

ეკონომიკის, ფინანსების, საბანკო საქმის, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტის,  საბუღალტრო საქმის ან სამართალმცოდნეობის განხრით

  • აუცილებელია ბანკში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ფინანსური უწყისების მომზადების ცოდნა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა; 
  • ენები:  ინგლისური, რუსული სასაუბრო დონეზე.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ანალიტიკური უნარი  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • კომპიუტერული უნარები – MS Windows, MS office applications, MS Outlook, Internet, Power Point,  საბანკო პროგრამა

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოგზავნონ ფოტოსურათიანი CV  მისამართზე: HR@terabank.ge
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა  - 17.05.2019, 17:00 სთ.
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, „subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. 
გისურვებთ  წარმატებას!


 

განაცხადის ფორმა

Security Code