ვაკანსიები

 კონტროლინგის სპეციალისტი

 

 

 

სს „ტერაბანკი“ კონტროლინგის განყოფილებაში  აცხადებს ვაკანსიას  კონტროლინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

 

  • საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი, არსებული ხარვეზებისა და რისკების გამოვლენა
  • მონიტორინგისას მიღებული მონაცემების დამუშავება
  • საკრედიტო პროდუქტების და პროცედურების დახვეწაში მონაწილეობის მიღება
  • რეკომენდაციების მომზადება საკრედიტო საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით (სასურველია ფინანსების  და საბანკო საქმის მიმართულებით)
  • დაკრედიტების ან აუდიტის მიმართულებით  მინიმუმ  3 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია ტრენინგი/სასწავლო კურსი - ACCA
  • კომპიუტერული პროგრამები- B2000, LMS
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - საშუალო დონეზე
  • კომპიუტერული უნარები – MS office

 

დამატებითი მოთხოვნები

 

  • ანალიტიკური უნარი  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა 22 თებერვლის 18:00 სთ-მდე  უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: vacancy@terabank.ge 


აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

გასაუბრებისათვის მოწვეულიქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
 

გისურვებთ  წარმატებას! 

განაცხადის ფორმა

Security Code