ვაკანსიები

მინიმიკროს ექსპერტი - მარნეული

 

ტერაბანკი მარნეულში აცხადებს ვაკანსიას მინიმიკროს ექსპერტის პოზიციაზე.


ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 


შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: მარნეულის ფილიალი;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ.:10:00 სთ -18:00 სთ; შაბათს:10:00 სთ - 14:00 სთ;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მიკრო და აგრო ბიზნეს სეგმენტის კომპანიებთან/კლიენტების მოზიდვა და მათი მომსახურება;
საკრედიტო პროდუქტების (საკრედიტო/სადებეტო) გაყიდვა;
ბიზნეს სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება, გაცემა;
პორტფელის ზრდაზე და ხარისხზე ზრუნვა.

 

პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
  • ბიზნეს/აგრო სესხებზე მუშაობის  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ფინანსური უწყისების მომზადების  ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამის);
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 6 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: tera.jobs@terabank.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქის და პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.


კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.


ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის ფორმა

Security Code