ვაკანსიები

გაყიდვების ოფიცერი

ტერაბანკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

 

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

 

სამუშაო პირობები

  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ.: 10:00 სთ-18:00 სთ; შაბათს: 10:00 სთ-14:00 სთ
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი

ძირითადი ფუნქციები

  • კლიენტების მოზიდვა
  • მომხმარებელთა მიმდინარე ბაზების მართვა და ახალი ბაზების მოძიება
  • პოტენციურ მომხმარებლებთან როგორც სატელეფონო, ისე პირდაპირი მოლაპარაკების წარმოება
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ავტო ლიზინგის პირობების შეთავაზება და დაინტერესება

პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • სასურველია  მუშაობის გამოცდილება ავტო ლიზინგის მიმართულებით
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სხარტი აზროვნება
  • გუნდური მუშაობის უნარი

კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით. 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: career@terabank.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის ფორმა

Security Code