ვაკანსიები

უნივერსალური ბანკირი - დედოფლისწყარო

 

ტერაბანკი დედოფლისწყაროში აცხადებს მიღებას უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე.

 

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 


შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: დედოფლისწყაროს ფილიალი;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 სთ-18:00 სთ; შაბათს: 10:00 სთ-14:00 სთ;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა;
  • საკუთარი საკრედიტო პორთფელის კონტროლი და დაფარვების  მონიტორინგი;
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნა.
  •  

პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო/საფინანსო სექტორში საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამაში);
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 6 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქის და პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.


კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. 

 

 ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!
 

განაცხადის ფორმა

Security Code