ვაკანსიები

მიკრო ბიზნესის ბანკირი - თბილისი

 

ტერაბანკი თბილისში აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე.


ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 


შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისის რომელიმე ფილიალი;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 სთ -18:00 სთ; შაბათს:10:00 სთ - 14:00 სთ;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიკრო და მცირე სეგმენტის კომპანიების/კლიენტების მოზიდვა და მათი მომსახურება;
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვა;
  • ბიზნეს სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება, გაცემა;
  • პორტფელის ზრდაზე და ხარისხზე ზრუნვა.

 

პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
  • საბანკო/საფინანსო სფეროში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ფინანსური უწყისების მომზადების  მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel-ის პროგრამის);
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 6 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: tera.jobs@terabank.ge   და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქის და პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.


კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.


ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!
 

განაცხადის ფორმა

Security Code