ვაკანსიები

IT აუდიტორი

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 
 ტერაბანკში ყოველი დღე დინამიკური და სიახლეებით სავსეა. გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირება, მუდმივი განვითარება და ჩარჩოებს მიღმა ყოფნა ჩვენი კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებებია. 

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის  განყოფილებაში IT აუდიტორის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება, რომელიც  მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება
  • საინფორმაციო სისტემების გამოყენებით შექმნილი რისკების შეფასებას
  • ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის გარემოს შეფასებას
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ჩართულობით განხორციელებული პროექტების  შეფასებას
  • ბიზნესის უწყვეტობის გეგმის  ეფექტურობის შეფასება  IT თვალსაზრისით
  •  ბანკის ბიზნეს პროცესების და პროგრამული მოდულების აუდიტის განხორციელება
  • პროცესებში არსებული ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება ბიზნეს  პროცესების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით
  • რეკომენდაციების და შესაბამისი  სამოქმედო გეგმის კომუნიკაცია აუდირებულ ერთეულებთან 
  • წარმოშობილი შენიშვნის საფუძველზე სწორი რეკომენდაციის  ფორმირება
  • რეკომენდაციების შესრულების შემდგომი მონიტორინგი
  • სხვა სამუშაოს განხორციელება, რომელიც  შესაძლოა დაკავშირებული იყოს აუდიტის განყოფილების საქმიანობის შემდგომ გაუმჯობესებასთან ( ანალიტიკა, მონაცემთა დამუშავება და ა.შ)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • უმაღლესი (ან დამამთავრებელი კურსის)  განათლება IT მიმართულებით
  • IT მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება საბანკო გამოცდილებას
  • საბანკო ოპერაციების  მნიშვნელოვანი ასპექტების ცოდნა
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების და მართვის სისტემების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების, ასევე   SQL-ის  ცოდნა 
  •  უცხო ენის - ინგლისურის - ცოდნა
  • დამატებითი მოთხოვნები
  • ანალიტიკური უნარი  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • ფარული რისკების გამოვლენის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირება
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი 

  

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 იანვრის 18:00 სთ-მდე მისამართზე:  vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. 
გისურვებთ  წარმატებას!    

განაცხადის ფორმა

Security Code