ვაკანსიები

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 
 ტერაბანკში ყოველი დღე დინამიკური და სიახლეებით სავსეა. გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირება, მუდმივი განვითარება და ჩარჩოებს მიღმა ყოფნა ჩვენი კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებებია. 
 
შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.
 
სს „ტერაბანკი“ ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპერაციების განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

  • კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
  • ბანკის შიდა ქსელების ინსტალაცია
  • თანამშრომელთა კონსულტაცია ტექნიკურ და პროგრამულ საკითხებში
  • ტექნიკის დიაგნოსტიკა, შეკეთება, პროგრამული ხარვეზების გადაწყვეტა
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით (კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც)

კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, ვისაც აქვთ გამოცდილება შემდეგ საქმიანობაში:

  • კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა, შეკეთება, აწყობა
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია
  • პროგრამული უზრუნველყოფა
  •  დამატებითი მოთხოვნები
  • გუნდური  მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • დროის მართვა
  • სწრაფვა განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისათვის 
  • ემოციური მდგრადობა
  • დეტალებზე ორიენტირება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 18 იანვრის 18:00 სთ-მდე მისამართზე:  vacancy@terabank.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. 
გისურვებთ  წარმატებას!  
 

განაცხადის ფორმა

Security Code