ვაკანსიები

საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 
 ტერაბანკში ყოველი დღე დინამიკური და სიახლეებით სავსეა. გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირება, მუდმივი განვითარება და ჩარჩოებს მიღმა ყოფნა ჩვენი კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებებია. 
 
შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

სს „ტერაბანკი“ საოპერაციო რისკების განყოფილებში  აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • საოპერაციო რისკების მისაღები დონის განსაზღვრა და  შესაძლო დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება
  • საოპერაციო რისკის შემთხვევებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ბანკის სტრუქტურული ერთეულებიდან
  • საოპერაციო რისკის მაჩვენებლების გაანგარიშება, საოპერაციო რისკის მაჩვენებლის ტესტირება სხვადასხვა სტრესული სცენარის მიხედვით
  • ბანკის საოპერაციო რისკის მაჩვენებელზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება
  • საოპერაციო რისკის მაჩვენებლის მოცულობაზე დადგენილი შეზღუდვის კონტროლის უზრუნველყოფა
  • ბანკის საოპერაციო რისკისა და საოპერაციო რისკის მართვის სისტემის სრულყოფისთვის ანგარიშგების წარმოება
  • საოპერაციო რისკის მართვის სისტემის სრულყოფისთვის მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი
  • ბანკში მომზადებული პროცედურების, ინსტრუქციების წინასწარი შემოწმება რისკების კუთხით დოკუმენტის ძალაში შესვლამდე
  • ახალი პროდუქტის დამტკიცებამდე მის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და რისკების შემცირების კუთხით რეკომენდაციების გაცემა
  • ინციდენტების, კრიზისული სიტუაციებისა და განზრახ/გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის წინააღმდეგ ქცევის ძირითადი წესების განსაზღვრა და დანერგვა
  • გამოყენებული ფორმების, ინსტრუმენტების დახვეწა და სიახლეების დანერგვა
  • ეროვნული ბანკის ყოველთვიური ანგარიშგებების მომზადება
  • მენეჯმენტისთვის ანგარიშგების მომზადება
  • საოპერაციო რისკების ინდიკატორების მონიტორნგი და დახვეწა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან მათემატიკის მიმართულებით 
  • კომპიუტერული პროგრამები:  MS Office. Excel, Power Point
  • ინგლისური, რუსული (საშუალო დონეზე)

დამატებითი მოთხოვნები:

  • ანალიტიკური უნარი  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც:

  • აქვთ ბანკში საოპერაციო ან საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ფლობენ პროგრამებს: B6, LMS


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 25 იანვრის 18:00 სთ-მდე მისამართზე:  career@terabank.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. 

გისურვებთ  წარმატებას!  
 

განაცხადის ფორმა

Security Code