ვაკანსიები

IT უსაფრთხოების ოფიცერი

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 
 ტერაბანკში ყოველი დღე დინამიკური და სიახლეებით სავსეა. გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირება, მუდმივი განვითარება და ჩარჩოებს მიღმა ყოფნა ჩვენი კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებებია. 
შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.


სს „ტერაბანკი“ საოპერაციო რისკების განყოფილებაში  აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: 

  • ინფორმაციული (IT) უსაფრთხოების რისკების და ინციდენტების იდენტიფიკაცია, ანალიზი, მართვა და გამოვლენილი ფაქტების შესახებ ანგარიშის მომზადება
  • ინფორმაციულ (IT) უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკების, სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სხვადასხვა დოკუმენტების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
  • ინფორმაციული აქტივების რანჟირება კონფიდენციალობის ხარისხის მიხედვით
  • ინფორმაციასთან მომხმარებლის წვდომის ანალიზი და წვდომის პროცედურების მართვა
  • მიმდინარე პროექტებში ინფორმაციული (IT) უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრა
  • ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების შესწავლა, შესაბამისი სისტემების შერჩევა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება
  • სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად  ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შემუშავება
  • უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემის ადმინისტრირება
  • მომხმარებელთა ტრენინგი უსაფრთხოების და ინფორმაციის დაცვის საფუძვლებში
  • User management

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება  სისტემების/ქსელების უსაფრთხოების ან მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერის, ოპერაციული რისკების მართვის, IT/IS აუდიტორის პოზიციაზე
  • ინგლისური, რუსული (სრულყოფილად)

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:

  • გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების  სფეროში
  • ფლობენ შემდეგი სერტიფიკატებს: 
  • SSCP (Systems Security Certified Practitioner)
  • CISSP (Certified Information Systems Security Professional)
  • CISA (Certified Information Security Auditor)
  • CISM (Certified Information Security Manage
  • DLP სისტემის მართვა

დამატებითი მოთხოვნები:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 25 იანვრის 18:00 სთ-მდე მისამართზე:  career@terabank.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.  
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.  
გისურვებთ  წარმატებას!  

განაცხადის ფორმა

Security Code