სახლი, როგორც ტურისტული კინო

  მიქელანჯელო ანტონიონის “დაბნელების” პირველი ჩვენებისას, პარალელურად მიმდინარეობდა დაკვირვება ქალების მოძრაობაზე, დარბაზში შესვლისა და გამოსვლისას. აღმოჩნდა, რომ მდედრობითი სქესის უმრავლესობამ ფილმის დასრულებისას ზუსტად ისეთი ტემპითა და მანერებით დატოვა ჩვენება, როგორითაც მონიკა ვიტი, მთავარი ქალი პერსონაჟი მოძრაობდა “დაბნელებაში”. საგულისხმოა, რომ კინოინდუსტრიის ძალა არ გახლავთ მხოლოდ მსახიობების ქცევის გავლენა, მაყურებლის ქცევაზე. კინო მუდმივად გვანდომებს ვიმოგზაუროთ იქ, სადაც ჩვენი საყვარელი საკულტო პერსონაჟები მოგზაურობენ, ჩავიცვათ ის, რაც მათ აცვიათ ან ვცხოვრობდეთ სწორედ ისეთ სახლში, როგორშიც ისინი ცხოვრობენ. 


რა ხდება, როდესაც საქმე მოგზაურობისას აპარტამენტის შერჩევაზე მიდგება? როდესაც ვფიქრობთ, როგორ სახლში გვსურს დასვენება, ის არასდროს ჰგავს ჩვენსას. არც იმას, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია. ის ჰგავს სახლს ფილმებიდან, სადაც შევძლებთ დიდი ფრანგული ან იტალიური ოჯახივით გავატაროთ შვებულება ან ჰგავს აპარტამენტს, რომელშიც დღეისთვის ტრენდული 90-იანების ესთეტიკა სუფევს. 


სავარაუდოდ, ფიქრობ, რომ ასეთი გარემოს მოწყობა საკმაოდ ძვირი დაჯდება. რეალურად, მსგავსი ესთეტიკის შექმნა შენს სახლში, ყოველთვის შესაძლებელია ხელსაყრელ ფასადაც. ძალიან ხშირად ხდება ისეც, რომ ავეჯი რომელშიც ზედმეტი გადავიხადეთ, წინაპირობაა იმისა, რომ ერთფეროვნები გავხდებით. მისაღებ ოთახში დადგმული ტყავის ტახტს, რომელშიც კოლოსალური თანხა გადაიხადე, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლი სეზონების მიხედვით. იმისთვის, რომ ზედმეტი ხარჯი და ეს ერთფეროვნება თავიდან აირიდო, შეგიძლია შეიძინო დიახ, ხარისხიანი, თუმცა უფრო მრავალფუნქციური ავეჯი. მაგალითად, მაგიდა, რომლის ზედაპირიც იცვლება, ყოველთვის კარგი არჩევანია. ასევე სკამები ან დივნები, რომელთა გადასაკრავები საკმაოდ იაფად შეგიძლია ცვალო ფერებისა და დროის პერიოდის განმავლობაში.  საქმეში შეგიძლია აპლიკაციებიც დაიხმარო. მაგალითად Houzz, რომელსაც CNN-მა ინტერიერისა და ექსტერიერის ვიკიპედია უწოდა, დაგეხმარება გაერკვე სტილსა და საჭირო მდებარეობებში. აპლიკაციის დახმარებით გაიგებ სად უნდა განათავსო ავეჯი ან რომელი ფერების გამოყენება ჯობს.

 


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია განათება, რომლის შექმნა შენც შეგიძლია. “5-minute crafts”-ის დამხმარებით ისწავლი როგორ გააკეთო ეს. უფრო ზოგადად კი, უპირატესობა თბილ და ნაკლებად მკვეთრ ფერებს უნდა მიანიჭო, რადგან გაითვალისწინე, შენი ტურისტები უბრალოდ მომხმარებლები არ არიან, ისინი დღის ბოლოს ძალიან დაღლილები ბრუნდებიან სახლში. კარგი იქნება თუ ფულს კედლების შევსებისასაც დაზოგავ. უშუალო, მეგობრული განწყობის შექმნა, ბევრად უფრო წარმატებულად შეგიძლია, საშუალო ზომის პოსტერებით, ვიდრე ძვირადღირებული ნახატებით. პოსტერები შეგიძლია წამოიღო კინო ან თეატრის ფესტივალებიდან ან დააბეჭდინო შენთვის სასურველი ვიზუალი უახლოეს სტამბაში. ეს ყველაფერი მოგცემს საშუალებას გესმოდეს შენი სასტუმროსა თუ აპარტამენტის ყველა დეტალი. რაც, თავისთავად, წინაპირობაა იმისა, რომ რაიმეს შეცვლის აუცილებლობისას, ბევრად უფრო რაციონალურად იმოქმედებ, ბევრად უფრო ხელსაყრელ ფასებში.


გაითვალისწინე, რომ ტურისტებისა და ზოგადად, სტუმრებისთვის, მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი, ესთეტიკური ფოტოების განთავსება ინსტაგრამზე. დაფიქრდი, როგორი უნდა იყოს შენი სახლი, რომ ადამიანებს მის დანახვაზე პირველად სურათის გადაღება გაახსენდეს? არსებობს საკულტო ფილმები, საკულტო პერსონაჟები, შეძლებ შექმნა საკულტო აპარტამენტი? ის, რომელზეც შენი სტუმრები საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისთანავე მოუყვებიან მეგობრებს. 

 

თუმცა, არასდროს დაგენანოს თანხა სამზარეულოს ან აბაზანის მოწყობისას. ასევე, იატაკის დაგებისას. ეცადე, ყველაფერი, რაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ იცვლება, ხარისხიანი იყოს. დანარჩენ შემთხვევებში, შეგიძლია თავისუფლად მიენდო გემოვნებას, დაზოგო საკუთარი ბიუჯეტი და მოუძებნო ალტერნატივა ძვირადღირებულ ნახატებსა და ავეჯს. აჩვენე შენს ტურისტებს, რომ რამდენიმე დღით შეუძლიათ დაისვენონ ფილმში, რომელსაც თავად იღებენ და იყვნენ ისინი, ვინც სურთ. თუმცა, თუ ტურისტებისა და საკუთარი შემოსავლის გაზრდაზე ჯერ არ დაგიწყია ზრუნვა ან არ გაქვს საკმარისი თანხა სახლზე საზრუნავად, ჩვენ დაგეხმარებით განავითაროთ ტურიზმი შეძენილ სახლში.

 


 

განაცხადის ფორმა

Security Code