განავითარე ტურიზმი შეძენილ სახლში!

ტერაბანკი ქართული ბაზრისთვის სრულიად ინოვაციურ პროდუქტს გთავაზობთ!


თუ ეძებთ დამატებით შემოსავალს და გსურთ, რომ ტურისტულად მიმზიდველ რეგიონში ან თბილისის უბანში ბინა გაქირავების მიზნით შეიძინოთ, თანხა არ გყოფნით და  დამატებითი ფინანსები გჭირდებათ, ისარგებლეთ ქართული ბაზრისთვის სრულიად ინოვაციური, თქვენს საჭიროებაზე მორგებული პროდუქტით, რომელსაც მხოლოდ ტერაბანკი გთავაზობთ!

ახალი პროდუქტი შესაძლებლობას გაძლევთ, რომ თანხა ტურისტულად მიმზიდველ და მოთხოვნად ადგილებში ბინის შეძენის, რემონტის ან კეთილმოწყობისთვის მიიღოთ და შემდეგ ეს ბინა დღიურად ან თვიურად ტურისტებზე გააქირაოთ.

ტურისტული იპოთეკა გამარტივებული პირობით გაიცემა. გამარტივებული პირობა ნიშნავს, რომ  თანხის გაცემისას ჩვენ შესაძენი ბინის გაქირავებიდან მიღებულ პოტენციურ შემოსავალს გავითვალისწინებთ  და  სესხს სწორედ მასზე დაყრდნობით  გავცემთ. თქვენ კი შესაძლებლობა გექნებათ, დამატებითი შემოსავალი მიიღოთ და სესხიც სწორედ მისი მეშვეობით დაფაროთ.

 

რა არის საჭირო სესხის მისაღებად?

  •  სესხის 40%-ის ოდენობის ნაღდი თანხა, ან შემოსავალი, რომელიც სესხის 40%-ს შეესაბამება
  •  იმ უძრავი ქონების შეძენისა და გაქირავების სურვილი, რომელიც თბილისში ან რეგიონში ტურისტებისთვის მიმზიდველ, მოთხოვნად ადგილას მდებარეობს და რომლის ფართიც 100 კვ/მ-ს არ აღემატება.
     

შეავსეთ განაცხადი

პირობები:
წლიური საპროცენტო განაკვეთი სტანდარტული იპოთეკური სესხის პირობები
ვალუტა           ლარი/აშშ დოლარი/ევრო
ვადა 3-120 თვემდე (მაქსიმუმ 10 წელი)
თანხა მინ. 1,000 ერთეული - მაქს. 100,000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში (100,000 ლარზე ნაკლები თანხა მხოლოდ ლარში გაიცემა)
მიზნობრიობა

ტურისტულად მიმზიდველ და მოთხოვნად ადგილებში იმ უძრავი ქონების შეძენა/რემონტი/კეთილმოწყობა, რომელიც დღიურად ან თვიურად გაქირავდება.

რემონტის/კეთილმოწყობის შემთხვევაში, სავალდებულოა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე მსესხებელი/თანამსესხებელი იყოს. 

სესხის დაფარვის პირობა

ყოველთვიური თანაბარი დაფარვები/ინდივიდუალური გრაფიკი/საშეღავათო პერიოდი

 

განაცხადის ფორმა

Security Code