ტურიზმი, როგორც კავშირი წარმატებასთან

   ერთ-ერთი აპარტამენტის მეპატრონეს, სადაც წინა ზაფხულს გავჩერდი, საკუთარი პატარა რესტორანი ჰქონდა. დილით ამ რესტორანში საუზმობისას სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მიუვიდა შეტყობინება პირველად ჩემს ჯავშანზე, როგორ გადაანაწილა თანხა, რომელიც უნდა გადამეხადა, გადასახადებზე ან საჩუქრებზე ოჯახის წევრებისთვის. ერთხელ, ისიც კი წარმოვიდგინე, აპარტამენტის გახსნამდე, ყველაფრის დაგეგმვისას მის წარმოსახვაში როგორ მქონდა ტურისტის ერთ-ერთი ფსიქოტიპის ბუნდოვანი სახე. მოკლედ, მეპატრონეები გეგმავენ, ქმნიან, ყიდიან, იხდიან გადასახადებს და ამ ყველაფერში ძირითად როლს ტურისტები სულაც არ თამაშობენ. ისინი უბრალოდ სტატისტიკას ქმნიან. მთავარი გმირი მეპატრონეა, რომელიც თუ ყველაფერს კარგად გათვლის, გეგმა აუცილებლად იმუშავებს.


რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს ან ჰოსტელს თავად ფლობ ან გინდა რომ ფლობდე? როგორ უნდა მიიღო სიამოვნება სტუმრებთან მუშაობისას და როგორ უნდა შეინარჩუნო ისინი? დაახლოებით ათი წლის წინ, თითოეული თბილისში ჩამოსული ტურისტის ცნობა შეგვეძლო. დღეს უკვე სავსეა ქალაქი სხვა ქვეყნიდან დასასვენებლად ან საქმიან ვიზიტზე ჩამოსული ადამინებით, რომლებიც მზად არიან დააფასონ, რომ მათზე აქაც ბევრს ვფიქრობთ. ასე რომ, თუ ტურიზმის განვითარებაზე და დამატებითი შემოსავლის მიღებაზე ფიქრობ, აუცილებლად უნდა აგრძნობინო შენს მომხმარებელს, რომ ზრუნავ მათზე. ურჩიე მათ ადგილები, სადაც დამოუკიდებლად ვერ მოხვდებიან. აღმოაჩენინე ქალაქის ან რეგიონის დამალული ხიბლი. გაუზიარე შენი დამოკიდებულებები, გამოცდილება და მოკლედ, ნუ იქნები მხოლოდ ის, ვისთანაც ცხოვრობენ - ემეგობრე მათ.

 
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ზღაპარს მიყვებოდნენ ბავშვობაში. შინაარსი შემდეგი იყო: ერთი ქვეყნის მეფე თავის შვილს იბარებს და ეუბნება, წადი ათ ქვეყანაში და თითოეულში კარგი სახლი შეიძინეო. წავა პრინცი, რამდენიმე წელში დაბრუნდება სამშობლოში და მამას ახარებს, რომ პირობა მართლაც შეასრულა: ათ ქვეყანაში ათი სახლი შეიძინა. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ მეფე სახლში მეგობარს გულისხმობდა. 


რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდი მეგობართან, რომელიც მესამე წელია სასტუმროს მფლობელია. საგაზაფხულო მოგზაურობას ვგეგმავდით და ბევრი მიმართულებიდან ერთ-ერთი უნდა აგვერჩია. ევროპის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი განვიხილეთ, მას კი, თითოეულში მინიმუმ ერთი ნაცნობი აღმოაჩნდა, ვისთანაც შეეძლო დარჩენა. უკლებლივ ყველა მისი სასტუმროთი და მასპინძლობით მოხიბლული მომხმარებელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ მოგზაურები არა მხოლოდ იღებენ შენს გამოცდილებას, არამედ საკუთარის გაზიარებაზეც არასდროს ამბობენ უარს. ისინი გაცნობენ თავის კულტურასა და ხასიათს. 


ასე რომ, თუ რაიმე საქმის წამოწყება გინდა და ზედმეტ რისკებს ერიდები, ტურიზმი ყველაზე კარგი საშუალებაა, მიზნის მისაღწევად. ასწავლე ადამიანებს საკუთარი ქვეყანა და ისწავლე შენ მათი. გაიჩინე მეგობარი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. მაგრამ ჯერ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო შენი სამომავლო მომხმარებლის ინტერესები. აღმოაჩინო დამატებით რა შეიძლება სჭირდებოდეს უცხო ქვეყანაში ჩამოსულ ადამიანს ყველაზე მეტად. უნდა მიხვდე, როგორ აგრძნობინო მათ თავი კომფორტულად. ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან და მოუყვებიან მეგობრებს შენზე, შენს სახლზე და იმაზე, თუ რა ისწავლეს სტუმრობისას.


გარდა საკუთარი სივრცის ფლობისა, თუ გაქვს რაიმე სახის დანაზოგი და ეძებ დამატებით შემოსავალს, შეგიძლია ტურისტულად მიმზიდველ რეგიონში ან თუნდაც, თბილისში, შეიძინო ბინა გაქირავების მიზნით. ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სახლის მდებარეობა. სასურველია, თუ ბინა მშვიდ ადგილას იქნება, ქალაქის ან რეგიონის ცენტრთან ახლოს. გარდა ბინის კეთილმოწყობის დეტალებისა, აუცილებლად უნდა იზრუნო მის პოპულარიზაციაზე. ამისთვის აუცილებლად დაგჭირდება შენი სასტუმროს, აპარტამენტისა თუ ჰოსტელის განთავსება ისეთ წამყვან Booking საიტებზე, როგორებიცაა booking.com, hotels.com, Expedia. გაფართოებისა და სასტუმროში პერსონალის დამატების შემთხვევაში, ასევე ძალიან დაგეხმარება უნიკალური პლატფორმა Area.ly რომელიც ამარტივებს არა მარტო ნომრების დაჯავშნას, არამედ სასტუმროს მართვასაც.


ადამიანებთან ურთიერთობისას სწავლობ არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმეს, არამედ ზოგადად, კომუნიკაციას. ეს კი ნებისმიერ საქმეში უდავო მოტივატორია. თუმცა, რა თქმა უნდა, რთულია ყველაფრის დაგეგმვა თუ საკმარისი თანხა არ გაქვს. ამ მიმართულებით კი, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ. თუ თანხა დაგჭირდება, იცოდე, რომ ჩვენ ამაზე უკვე ვიფიქრეთ და არ აქვს მნიშვნელობა ფინანსური დახმარება უძრავი ქონების შესაძენად გსურს თუ უკვე არსებულის რეაბილიტაციისთვის.

 

 


 

განაცხადის ფორმა

Security Code