ტერაბანკის საზაფხულო კამპანია ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად

თუ საქართველოში მოგზაურობასა და დაუვიწყარი ზაფხულის გატარებას გეგმავ, შემოუერთდი ქართული ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიას „გახდი ტერა მოგზაური“, მიიღე ის მომსახურებები, შეთავაზებები და სიურპრიზები, რომლებსაც ტერაბანკი გიმზადებს და მოიარე ყველაზე შთამბეჭდავი ადგილები.

კამპანია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს და ტურიზმის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.


ტერაბანკის ფილიალები ტურისტული ცენტრების ფუნქციებს ითავსებენ

კამპანიის ფარგლებში ტერაბანკის 18 ფილიალი თბილისსა და რეგიონებში ტურისტული ცენტრის ფუნქციებსაც ასრულებს. ფილიალის სტუმრებსა თუ მოგზაურებს ინტერიერის განსხვავებულ დიზაინთან ერთად, ადგილობრივი ტურისტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები, ბროშურები, მწერალ არჩილ ქიქოძის მიერ სპეციალურად კამპანიისთვის შედგენილი უნიკალური მარშრუტები და მოგზაურობისთვის საჭირო სხვა სასარგებლო ინფორმაცია ელოდებათ. 
ყველა ფილიალს ტურისტული მრჩეველი ჰყავს — ფილიალის თანამშრომელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მსურველებს რჩევებით, რეკომენდაციებითა და სხვა საჭირო ცნობებით დაეხმარება. 
კამპანია ადგილობრივი ტურისტული ობიექტების მხარდაჭერასაც მოიაზრებს. ტერაბანკი საკომუნიკაციო რესურსს -  ვიტრინებს, ბანკომატების ეკრანებს, ფეისბუქის გვერდსა და სხვა არხებს უფასოდ უთმობს. 


სიურპრიზები ტერა მოგზაურებს


მთელი კამპანიის განმავლობაში მომხმარებლებს ტერაბანკისგან საინტერესო წინადადებები, სიურპრიზები და საჩუქრები ელოდებათ. ინფორმაცია სასიამოვნო მოულოდნელობების შესახებ თავს ტერაბანკის ფეისბუქის გვერდზე მოიყრის.  
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია გათამაშებები, რომლებიც სხვადასხვა ფილიალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. 


კამპანიაში ჩართული ფილიალები: 


თბილისი 

  • ავლაბარი - ქეთევან დედოფლის გამზ. № 3 
  • აღმაშენებელი - აღმაშენებლის გამზ. № 148 
  • გლდანი - ხიზანიშვილის ქ. № 17 
  • დიდუბე - წერეთლის გამზ. № 60
  •  ვაკის სერვისდესქი - ჭავჭავაძის გამზ. № 43 
  • ვარკეთილი - 17 შინდისელი გმირის №20 
  • თავისუფლების ფილიალი - თავისუფლების მოედანი № 4 
  • კრწანისი - გორგასლის ქ. № 37 
  • საბურთალო - პეკინის გამზ. № 24ა


რეგიონები 

  • ბათუმი, აჭარის რეგიონული ფილიალი - ჭავჭავაძის და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა ბათუმის ფილიალი - რუსთაველის ქ. № 10 
  • გორი - სტალინის ქ. № 29 
  • დედოფლისწყარო - ჰერეთის ქ. № 49 
  • ზუგდიდი - თაბუკაშვილის ქ. № 1 
  • თელავი - ბაგრატიონის ქ. № 1 
  • მარნეული - რუსთაველის ქ. № 37 
  • ფოთი - აღმაშენებლის ქ. № 17 
  • ქუთაისი - გრიშაშვილის ქ. № 37

განაცხადის ფორმა

Security Code