აიწყე ცხოვრება ტერაბანკთან ერთად!

სესხებისა და ანაბრების გათამაშება

აიღე სესხი ან გახსენი ანაბარი ტერაბანკში 2017 წლის 15 ივნისამდე, ჩაერთე გათამაშებაში და მოიგე ყველაფერი ერთად:

  • გარემონტებული ბინა ვაკეში, შატბერაშვილის ქ. #6
  • 2016 წლის ავტომობილი Toyota RAV4
  • საგზური ევროპის ნებისმიერი მიმართულებით
  • 2000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში

როგორ ჩავერთო გათამაშებაში:

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია აიღო ნებისმიერი ტიპის სესხი ან გახსნა ვადიანი ანაბარი მინიმუმ 1000 ერთეულის ოდენობით.

პროდუქტი ვალუტა ერთეული ბილეთების რ-ბა
სესხი** GEL, USD*, EUR* 1000 1
ანაბარი*** GEL, USD, EUR 1000 2

 

*100,000 ერთეულზე (ექვ. ვალუტაში) ნაკლები თანხა გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

**სამომხმარებლო, იპოთეკური, ბიზნეს იპოთეკური, საკრედიტო ბარათი, დეპოზიტით უზრუნველყოფილი და ოვერდრაფტი.

***ვადიანი, ზრდადი, ფლექსი, სადეპოზიტო სერთიფიკატი და საბავშვო. 

შუალედური გათამაშებები:

ფინალურ გათამაშებამდე გაქვს შანსი, ჩაერთო შუალედურ გათამაშებებში და მოიგო 3 სასაჩუქრე ნაკრებიდან ერთ-ერთი:

სახლისთვის ავტომობილისთვის მოგზაურობისთვის
ჭკვიანი სახლის აღჭურვილობა 1 ტონა საწვავი ჭკვიანი ჩემოდანი
ვინილის საკრავი ავტოსერვისი 1000 ლ ფოტოაპარატი Canon EOS M3
Apple TV სამრეცხაოს ერთწლიანი ვაუჩერი სამოგზაურო ბალიში და თვალის ნიღაბი
ინტერნეტის და ტელივიზიის ერთწლიანი პაკეტი ვიდეო ჩამწერი Lonely Planet World-ის გზამკვლევი
ჭკვიანი ყავის აპარატი ესპრესოს სამგზავრო აპარატი ტერაბანკის თრეველ ბარათი
კონსტრუქტორი   პოლაროიდის კუბი

ფინალური და შუალედური გათამაშების თარიღები:

გათამაშებები გაიმართება ტერაბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე (facebook.com/terabank) ლაივსტრიმის მეშვეობით ყოველი თვის 20 რიცხვში 20:00 საათზე.

20 მარტი  ნაკრები #1 სახლისთვის
20 აპრილი ნაკრები #2 ავტომობილისთვის
20 მაისი ნაკრები #3 მოგზაურობისთვის

 

 ფინალური გათამაშება გაიმართება 2017 წლის 20 ივნისს 20:00 საათზე!

 

გათამაშებაში მონაწილეობის წესები:

  •  გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს.
  •  თითო პირზე გაიცემა მაქსიმუმ 500 ცალი ბილეთი.
  •  შუალედური პრიზის მოგება ერთ პირს შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
  •  შუალედურ და ფინალურ გათამაშებებში მონაწილეობას მიიღებს ყოველი თვის 15 რიცხვამდე გაცემული ბილეთები.
  •  გათამაშებაში მონაწილეობისათვის აუცილებელია აღებული სესხი ან გახსნილი ანაბარი იყოს აქტიური ყოველი თვის 15 რიცხვისთვის 15 ივნისის ჩათვლით.

პრიზების გაცემის პროცედურა:

  • გამარჯვებულის  შესახებ  ოფიციალური  ინფორმაცია   გამოქვეყნდება  საპრიზო  ფონდის გათამაშებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, ტერაბანკის ვებ გვერდზე: www.terabank.ge.
  • საპრიზო ფონდის გათამაშების შემდეგ, 30 დღის განმავლობაში, გამარჯვებული უნდა გამოცხადდეს ტერაბანკის სათავო ოფისში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე) წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  • რის შემდგომაც, გამარჯვებულს პრიზები გადაეცემა გამოცხადებიდან 6 კალენდარული დღის ვადაში ტერაბანკის სათავო ოფისიდან. მისამართი: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი #3.
  • პრიზები გაიცემა გამარჯვებულ ბილეთზე რეგისტრირებულ პიროვნებაზე.
  • ბანკის კლიენტს უფლება აქვს პრეტენზიით მიმართოს ბანკს.
  • პრეტენზია წარდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2017 წლის ­­10 ივლისისა.
  • პრეტენზიის მოსმენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიასთან დაკავშირებით.

გათამაშებაში მონაწილე საბანკო პროდუქტები და განსაკუთრებული პირობები:

 

გათამაშების ფარგლებში ტერაბანკში მოქმედებს განსაკუთრებული პირობები ვადიან ანაბრებსა და საკრედიტო პროდუქტებზე.

ვადიან ანაბარზე ლარში განაკვეთი გაიზარდა.

 

სესხების შემთხვევაში განაკვეთი შემდეგნაირად განისაზღვრება

სამომხმარებლო სესხი

  • სამომხმარებლო უზრუნველყოფილი სესხი ლარში - რეფ განაკვეთს +3%-დან, ეფექტური 10,5%-დან
  • სამომხმარებლო არაუზრუნველყოფილი/უზრუნველყოფილი ფიქსირებული ლარში- 11%-დან, ეფექტური 12,8%-დან
  • სამომხმარებლო უზრუნველყოფილი სესხი აშშ დოლარში - 8%-დან, ეფექტური - 8,5%-დან

 

იპოთეკური სესხი

  • იპოთეკური ლარში - რეფ. განაკვეთს +3%-დან, ეფექტური - 10,3%-დან
  • იპოთეკური სესხი აშშ დოლარში - 7,5%-დან, ეფექტური - 7,9%-დან

 

განაცხადის ფორმა

Security Code