მოგზაურობის აუტანელი სიმსუბუქე


      გუშინ გადავწყვიტე, რომ თუ მოგზაურობას აპირებ, შემიძლია შენი ონლაინ “ქაუჩსერფერი” ვიყო. ვფიქრობ, ყველა მოგზაურმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს “couchsurfing”. თუ პასუხი უარყოფითია, ეს იქნება ჩემი პირველი რჩევა, ნებისმიერისთვის, ვინც ახლო, შორ და წარმოუდგენლად შორ მომავალში საზღვრებს მიღმა გასვლას გეგმავს. მოკლედ, თუ მარტო აპირებ ქვეყნის გარეთ თავგადასავლების მოსაძებნად წასვლას და გინდა ეს თითქმის უფასოდ გააკეთო, couchsurfing.com ზუსტად ისაა, რაც უნდა გამოიყენო. 


წარმოიდგინე, რომ ბერლინში მიემგზავრები. ტვინში ცოტახნით ჩათიშე ბერლინის კედელი, კლუბები, სარდელი, ლუდი და ნაკლების დახარჯვისა და არაჩვეულებრივი ადამიანების გაცნობის იდეაზე კონცენტრირდი. ლეპტოპი მოიმარჯვე(ბერლინის კედლის და “ბერგჰაინის” სურათები ჩაკეცე), couchsurfing.com-ზე შედი და დარეგისტრირდი. ამის შემდეგ შეარჩიე მასპინძელი საერთო ინტერესების გათვალისწინებით და გაუგზავნე მოთხოვნა. თანხმობის მიღების შემთხვევაში, შეგიძლია რაიმე უცენზურო გამამხნევებელი სიტყვაც შესძახო შენთვის. ეგ არის - შენ ამ წამს უფასო საცხოვრებელი, გიდი, მეგობარი და შანსი მიიღე, ცოტახნით ნამდვილ გერმანელად იგრძნო თავი. 


მგონი მივხვდით ყველა, რომ მე, შენი ონლაინ ქაუჩსერფერი, მხოლოდ ამაზე არ შევჩერდები და ვაპირებ მოგზაურობის ყველა ვარიანტი განვიხილო.  ფაქტია, თუ მოთხრობის დასაწყისში ყველა მთავარ გმირს ახსოვს, როგორი ამინდი იყო და ქუჩაში წვიმა რა სიძლიერით “ასხამდა”, ყველა მოგზაურმა ყოველთვის იცის, როგორ “აცხუნებს” ბილეთების ღირებულება. Expedia.com არის საიტი, რომლის დახმარებითაც შეგიძლია მოძებნო და შეიძინო ბილეთები შედარებით დაბალ ფასად. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ საიტი სასტუმროს პოვნის საშუალებასაც გაძლევს. 
ქუთაისის აეროპორტიდან “ვიზეარის” დაბალფასიანი ავიარესით გაფრენაც ყოველთვის კარგი ვარიანტია. თუმცა, არის შემთხვევები, როცა რომელიმე ქალაქში “გადაჯდომისას” ვიზეარის ის ავიარეისი, რომელიც გჭირდებათ, მომდევნო დღესაა. ეს ნიშნავს, რომ იაფად შეძენილი ბილეთი უცებ გაძვირდა, რადგან დამატებითი ხარჯები გჭირდება საცხოვრებლის მოსაძებნად. ამ სიტუაციიდან გამოსავალიც არსებობს. ჩეხური საიტი Azair.cz საშუალებას აძლევს მომხმარებელს იფრინოს დაბალ ფასად, მსოფლიოს 143 ქვეყნის 1018 აეროპორტის მიმართულებით. მაგალითად, Azair-ზე შეგიძლია შეიძინო დაბალფასიანი “ვიზეარის” ბილეთი ქუთაისიდან ბერლინამდე, ხოლო ბერლინიდან დანიშნულების წერტილამდე შეიძინო სხვა ავიაკომპანიის ასევე ეკონომიური ბილეთი. 


ჩემი მეგობრის ბებია ამბობდა თავის დროზე, იცოდე, რომ მოგზაურობისას თვითმფრინავის დაჯდომაზე მნიშვნელოვანი, ტელეფონის “დაჯდომაა”-ო. მოკლედ, უცხო ქალაქში ჩასვლისთანავე დარწმუნდი, რომ ტელეფონი დამუხტულია და ინტერნეტი მოძებნე, google maps-ის ჩასართავად (აპლიკაცია ერთხელ გააქტიურების შემდეგ, offline-აც მუშაობს). ტაქსის მომსახურებით უკიდურეს შემთხვევაში ისარგებლე. 
შემდეგი საკითხია, როგორ უნდა მოძებნო კარგ ფასად საცხოვრებელი ადგილი. Booking.com-სა და Airbnb.com-ზე ალბათ ყველას სმენია და ამ არხებზე ნამდვილად შეიძლება კარგ ფასად, როგორც სასტუმროს და ჰოსტელის, ასევე აპარტამენტის პოვნაც. მაგრამ თუ მაინც ვერ იპოვი შესაბამის ადგილს, Tripadvisor.com დაგეხმარებათ სხვა საიტების მოძებნაშიც. Tripadvisor-ი დაახლოებით ჩემნაირი ტიპია. მოგზაურებს საჭიროებების მიხედვით ამისამართებს სხვადასხვა საიტზე, ურჩევს მათ ნაკლებად ცნობილ ღირსშესანიშნაობებს და ყველაზე შესაფერის ქალაქებს. 
უკვე მოაგვარე სად დაიძინებ, ახლა აუცილებლად უნდა იფიქრო, როგორ გადაადგილდები ქვეყნის შიგნით. Flixbus.com-ის დახმარებით ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ყველაზე იაფად გადაადგილდებიან ტურისტები. ფასები 5 ევროდან იწყება და საშუალოდ მგზავრობის ღირებულება 12-13 ევროა. თუ საერთოდ არ გინდა ფულის გადახდა, Blablacar.com-ზე შეგიძლია მოძებნო ადამიანები, რომლებიც დროსა და მიმართულებაში გემთხვევიან და მანქანაში თავისუფალი ადგილი აქვთ. 


*დამატებითი რჩევა, რომელიც ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას ფულის დაზოგვაში დაგეხმარება: იმგზავრე ღამით და დაზოგე ერთი ღამის სასტუმროს თანხა. ეს ნამდვილი ტურისტის საქციელია!


 ამ ეტაპზე დასრულდა ჩემი ონლაინ ქაუჩსერფერობა. და დანარჩენი უკვე შენზე და შენს ფინანსებზეა დამოკიდებული. ასჯერ გასაზომი თანხა თუ გაქვს, მთლად ერთ გასროლაზე ნუ გაჭრი. კარგად დაგეგმე შენი ტურისტული მომავალი. მე ყოველთვის მზად ვარ დამატებითი რჩევების მოსაცემად და ასევე შენი მოგზაურობის შემდეგი ისტორიების მოსასმენად. რამით ხომ უნდა შევივსო ინფორმაციის მარაგი. 
და როგორც ნამდვილ მეგობარსა და “ქაუჩსერფერს” შეშვენის, შემიძლია საჭიროების შემთხვევაში ფინანსურადაც დაგეხმარო. თუ თანხა არ გჭირდება, ჩემი სამოგზაურო ბარათი მაინც გამოგადგება. საზღვრებს მიღმა ის უნივერსალური გამოსავალია, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ATM-იდან განაღდება 0%-ია და შესაბამისად, ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია.

 

განაცხადის ფორმა

Security Code