ტერა ბაიკი 

ტერაბანკმა საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკი დაიწყო


ტერაბანკის საზაფხულო საჩუქარი ველოსიპედისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებს — 12 ივნისიდან 15 აგვისტომდე ჩვენი ველოსიპედებით სარგებლობას ბანკის არსებული თუ ახალი მომხმარებლები ნებისმიერ დროს, სრულიად უფასოდ შეძლებენ. კამპანიაში ჩართვისა და ველოსიპედით სარგებლობისთვის მხოლოდ ტერა ბაიკის ბარათის აღებაა საჭირო. 

 

ტერა ბაიკის ბარათის აღების წესები:

 

ტერაბანკის არსებულ მომხმარებელს ტერა ბაიკის ბარათის აღება უფასოდ და მარტივად, ტერაბანკის ფილიალებში, შემდეგ მისამართებზე შეუძლია:

  • ავლაბარი — ქეთევან დედოფლის გამზირი N3
  • ვაკის პარკის მიმდებარედ — ილია ჭავჭავაძის გამზირი N43
  • პეკინის გამზირი N24ა
  • დავით აღამაშენებლის გამზირი N148
  • აკაკი  წერეთლის გამზირი N60

ის, ვინც ჯერ ტერაბანკის მომხმარებელი არ არის, კამპანიის ფარგლებში, ბანკში ანგარიშს უფასოდ გახსნის და შემდეგ ტერა ბაიკის ბარათსაც უფასოდ მიიღებს.

  • ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ტერაბანკის ნებისმიერ ფილიალში
  • ტერა ბაიკის ბარათის აღება  შეგიძლიათ ველოსადგომების  მისამართებზე

ველოსადგომები

  • ავლაბარი — ქეთევან დედოფლის გამზირი N3
  • ვაკის პარკის მიმდებარედ — ილია ჭავჭავაძის გამზირი N43
  • პეკინის გამზირი N24ა
  • დავით აღამაშენებლის გამზირი N148
  • აკაკი  წერეთლის გამზირი N60

ველოსიპედით სარგებლობის ეტაპები

  • დაადეთ ტერა ბაიკის ბარათი სადგომზე განთავსებულ აპარატს
  • დაელოდეთ მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების მოსვლას, რომელშიც მოცემული იქნება:  ველოსიპედის ნომერი, დრო, როდესაც ის სადგომზე უნდა დააბრუნოთ,  საკეტის ოთხნიშნა კოდი
  • შეიყვანეთ ოთხნიშნა კოდი ველოსიპედის ჩამკეტზე
  • შეტყობინებაში მითითებულ დროს დააბრუნეთ ველოსიპედი სადგომზე, მიამაგრეთ ჩამკეტით და კვლავაც შეიყვანეთ ის ოთხნიშნა კოდი, რომელიც ველოსიპედის გაყვანისას SMS-ით მიიღეთ
  • დაადეთ ტერა ბაიკის ბარათი აპარატს და მიუთითეთ „დაბრუნება“

გაითვალისწინეთ

  • ნებისმიერი გაყვანისას ველოსიპედით სარგებლობას ერთჯერადად 6 საათის განმავლობაში შეძლებთ
  • 6 საათის გასვლამდე, 30 წუთით ადრე, მობილურ ტელეფონზე მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც შეგახსენებთ, რომ თქვენი დრო იწურება
  • ველოსიპედი ნებისმიერ სადგომზე შეგიძლიათ დატოვოთ, იმის მიუხედავად, თუ საიდან გაიყვანეთ ის
  • ველოსიპედით სარგებლობის რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ: თუ მისი გაყვანა კვლავ გსურთ, მიადეთ ტერა ბაიკის ბარათი აპარატს და დროის ათვლა ხელახლა დაიწყება

ტერა ბაიკის რეკომენდაცია: არ დაგავიწყდეთ სპეციალური გზამკვლევებისა და უსაფრთხოების ნორმების გაცნობა, რომლებიც ტერა ბაიკის ბარათთან ერთად, კამპანიაში ჩართვისას გადმოგეცემათ. 

 

 

 

ტერაბაიკის“ ფარგლებში ველოსიპედის გამოყენების წესები და პირობები იხილეთ ბმულზე

განაცხადის ფორმა

Security Code