სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის თავსართის სხვა სახელშეკრულებო პირობები

წინსწრების წესი:


„ინდექსირებული" საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში:


წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიო შეადგენს:
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-სა.
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე ვადა, მომხმარებელს წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ დაეკისრება.
 

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში


წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიო შეადგენს:
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ს; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ს; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ს.
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე ვადა, მომხმარებელს წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ დაეკისრება.


შერეული (როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, როგორც ფიქსირებული, ასევე ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი) ტიპის საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში: 


ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-სა; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-სა; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-სა.
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-სა.
ორივე პერიოდისთვის, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე ვადა, მომხმარებელს წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ დაეკისრება
ამასთან, მიუხედავად საპროცენტო განაკვეთის ტიპისა, მსესხებელს, წინსწრების საკომისიოსთან ერთად დაეკისრება საშეღავათო პერიოდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განმავლობაში დარიცხული პროცენტისა და სხვა გადასახდელების გადახდა.“
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო:   ფიქსირებული ერთჯერადი  10.0 GEL და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის  0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა, თითოეული დღისთვის. ამასთან,  ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას.
 

მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს:


საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ინფორმაციის დროული და დადგენილი ფორმით მიწოდება და ბანკის კონტროლის განხორციელება;
საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მიზნობრიობის სრულად დაცვა;
რომ არ იკისროს ვალდებულებები სხვა კომერციული ბანკიდან ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე
საკრედიტო ხელშეკრულების სხვა პირობების/დამატებითი პირობების ჯეროვანი შესრულება. 
ზემოაღნიშნული რომელიმე ვალდებულების/პირობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად გაზარდოს წინამდებარე საბანკო კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა 4 (ოთხი)%-ით, მაგრამ, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა, თითოეული დღისთვის და ასეთი ცვლილებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს შეტყობინება მსესხებელს წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით.


უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! ინდექსის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს. 
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების გზით) განხორციელებით (წინამდებარე პირობა მოქმედებს ფიზიკურ პირებზე გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემული სესხის შემთხვევაში).


სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე  წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ბანკში დაფიქსირებულ მომხმარებლის შესაბამის მისამართზე. მომხმარებლის სასარგებლოდ განხორციელებული ხელშეკრულების პირობების ცვლილება არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და მომხმარებლის ინფორმირებას.
მომხმარებელი უფლებამოსილია ბანკს წარუდგინოს პრეტენზია ზეპირი, წერილობითი და/ან ელექტრონული ფორმებით. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სერვისცენტრში ან სათავო ოფისში.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – http://nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406

 

განაცხადის ფორმა

Security Code