ერთობლივი პროგრამა ათასწლეულის ფონდისა და ტერაბანკისგან

თუ საქართველოში მოქმედი უმაღლესი ან პროფესიულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის სტუდენტი ხარ და სწავლის დასაფინანსებლად სესხის აღება გსურს, ტერაბანკი და ათასწლეულის ფონდი უპრეცედენტო პროგრამას გთავაზობენ.

გრძელვადიანი სტუდენტური სესხის მოდელი საერთაშორისო გამოცდილებაზე დააყრდნობითაა შემუშავებული და მთლიანად ერგება შენს საჭიროებებს. 

სესხით სარგებლობის პირობებია:

  • სესხით ისარგებლებენ საქართველოში მოქმედი  ავტორიზებული საგანმანათლებლო საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები). პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სპეციალობებს მიენიჭება;
  • გრძელვადიანი სტუდენტური სესხით სარგებლობის უფლებას მოიპოვებენ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები და, ასევე, სტუდენტები, რომლებსაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ;
  • გრძელვადიანი სტუდენტური სესხის მოპოვების მიზნით, განცხადებით მიმართვა შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აბიტურიენტსაც. მისი დაფინანსების საკითხი კი ჩაბარების შემდეგ განიხილება.

გრძელვადიანი სტუდენტური სესხის პროგრამაში ჩასართავად საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იყოს  ავტორიზებული და ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებდეს:

  • შემუშავებულია და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
  • მოპოვებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია ან იმყოფება საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესში (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით არსებობით);
  • წარმოადგენს უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთობლივ აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამას;
  • წარმოადგენს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით განსაზღვრული ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამას;
  • წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ქსელის (ENQA) წევრი ორგანიზაციის მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამას.

 

გრძელვადიანი სტუდენტური სესხის პირობები 

მსესხებლის ასაკი

18 წლიდან

სესხის თანხის მაქსიმალური ჯამური ოდენობა*

მინ. მოცულობა 300 ლარი
არაუზრუნველყოფილი სესხი - 45.000 ლარამდე
უზრუნველყოფილი სესხი - 80.000 ლარამდე

საშეღავათო პერიოდი

მაქსიმუმ 60 თვე (სწავლის პერიოდს დამატებული 12 თვე)

გადახდის პერიოდი

არაუზრუნველყოფილის შემთხვევაში - მაქსიმუმ 72 თვე,
უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში - მაქსიმუმ 120 თვე

საპროცენტო განაკვეთი

ნომინალური 9,9% დან (ეფექტური 9,01% დან)

სესხის ვალუტა

ლარი

გაცემის საკომისიო

0%

 

თანამონაწილეობა

არ მოითხოვება

უზრუნველყოფა

საბლანკო / უძრავი ქონება

 

*პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ხორციელდება ყოველწლიურად. სტუდენტი ერთჯერად დაფინანსებას მოიპოვებს 1 წლის სწავლის საფასურის მაქსიმუმ 100%-ის ოდენობით.

გრძელვადიანი სტუდენტური სესხის მოპოვებისთვის, სტუდენტმა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს: 

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, შესაბამის დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;
  • ცნობა, სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შესახებ; შეჩერებული სტატუსის შემთხვევაში, ცნობა სტატუსის შეჩერების მიზეზის მითითებით;
  • საგამოცდო ქულების შესახებ ცნობა:
    • პირველი სემესტრის სტუდენტის შემთხვევაში - საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გამოცდებზე მოპოვებული ქულების შესახებ ინფორმაცია; 
    • სხვა - საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, საგანმანათლებლო პროგრამისა და მის ფარგლებში სწავლის შედეგებთან დაკავშირებით - საშუალო შეწონილი ქულა (GPA).
  • ინფორმაცია მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ან/და სხვა სახის გრანტის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ინვოისი, სწავლის საფასურის მითითებით.

იხილეთ: საერთაშორისოდ აკრედიტებული უნივერსიტეტები და პროგრამები

განაცხადის ფორმა

Security Code